აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.
ახალი პაკეტი მოიცავს: საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; აღჭურვილობას უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად; ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ბრძოლის ველზე რუსეთის ცვალებადი ტაქტიკისგან დასაცავად; საბრძოლო მასალა ფრონტზე ჯარისკაცებისთვის და მობილური სარაკეტო სისტემები, რომლებიც იცავს მათ.
ბაიდენი ასევე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს და თავისი “ურყევი მხარდაჭერა” გამოხატა.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების გაწევის უდავო ლიდერია. სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი კიევმა ვაშინგტონიდან 9 აგვისტოს მიიღო.