spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ვისაც უნდოდა ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა, უნდა იფიქროს, რომ მისი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სუმის ოლქიდან, რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრიდან მიმართა.

“913 დღის წინ, მათ შორის სუმის რეგიონის გავლით, რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ომში დაიწყო. მან დაარღვია არა მხოლოდ სუვერენული საზღვრები, არამედ სისასტიკისა და საღი აზრის საზღვრები. უსაზღვროდ მიისწრაფვის ერთი რამისკენ: ჩვენი განადგურების, მაგრამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე დღეს. და რაც მტერმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, ახლა თავად დაუბრუნდა სახლში. და ვისაც უნდოდა ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა, უნდა იფიქროს, რომ მისი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მტერმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან უკრაინული პასუხი მივა რუსეთის ფედერაციის ყველა წერტილში, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ხალხის სიცოცხლეს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინელებს თავის წითელ ხაზებს ვერ უკარნახებს, რადგან უკრაინა თავის გზას ირჩევს.

“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მიწა, რომელზეც სამართლიანად უნდა იყოს ლურჯი და ყვითელი ფერები, ნაცრისფერ ზონად გადაიქცეს.

ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან, რომელიც გამუდმებით ყველას წითელი ღილაკით ემუქრება, თავის წითელ ხაზებს ვერ გვიკარნახებს.

როგორ ვიცხოვროთ, რომელ გზას მივყვეთ და რა არჩევანი გავაკეთოთ, მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები გადაწყვეტენ, რადგან ასე მუშაობს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 33 წლისთავს აღნიშნავს. გარდა ამისა, დღეს, 24 აგვისტოს, ზუსტად 30 თვე გავიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

2022 წლის თებერვლიდან უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები, ასევე ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ნაწილი, მტერს დიდი ზარალი მიაყენეს და ასე აგრძელებენ. ამასთან, დაიკავეს რუსეთის კურსკის ოლქის 90-ზე მეტი დასახლება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები