spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონი – თუ სასარგებლო იქნება, კიევში წავალ, მხარდაჭერის გამოსახატად იქ ჩასვლა არ მჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების აღმოჩენის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან აღარ უსაუბრია. 

 

“ბუჩასა და სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობების შემდეგ, ომმა სხვა მიმართულება მიიღო. ამგვარად, მე მასთან მას შემდეგ პირდაპირი საუბარი აღარ მქონია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალში გავაკეთო“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა „ფრანს 5-თან“ ინტერვიუში.

 

ამასთან, მაკრონის თქმით, ის უკრაინაში ჩავა მხოლოდ რამე სასარგებლოს ჩასატანად და არა მხოლოდ მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.

 

“მე წავალ კიევში, რათა თან წავიღო რამე სასარგებლო… რადგან აშკარაა, რომ მე არ მჭირდება იქ გამგზავრება მხარადაჭერის საჩვენებლად“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ ის პრეზიდენტს ზელენსკის დაახლოებით 40 ჯერ ესაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები