spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპანტებმა მარიუპოლში წინააღმდეგობის მთავარ ცენტრზე – “აზოვსტალზე“ შეტევა დაიწყეს

მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ლევობერეჟნის რაიონის საცხოვრებელ სექტორს არტილერიით და ტანკებით ესხმიან თავს, – ამის შესახებ „ტელეგრამში“ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო წერს.

 

“ოკუპანტები დარტყმებს ახორციელებენ არა მხოლოდ ზემძლავრი ბომბებით აზოვსტალში, არამედ არტილერიიდან და ტანკებიდან ისინი აგრძელებენ ქაოტურ დარტყმებს მარცხენა სანაპიროს საცხოვრებელ სექტორზე“, – აცხადებს ანდრიუშჩენკო.

 

“აზოსვტალის“ ქარხანაში უკრაინელ სამხედროებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებიან. ათასზე მეტი ადამიანი ქარხანას აფარებს თავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები