უკრაინის ქალაქ ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დადანაშაულებულ ბრიგადას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა.
პუტინმა 64-ე ცალკეულ გვარდიულ მოტომსროლელ ბრიგადას “დიდი გმირობისა და გამბედაობისთვის” გვარდიის წოდება რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის მიანიჭა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 64-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები ომის დამნაშავეებად დაასახელა, რომლებიც უშუალოდ ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეში მონაწილეობდნენ.
ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ ბუჩაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს.