spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – მთავრობამ უნდა უნდა მკაფიოდ განაცხადოს, რას აკეთებს, რომ ჩვენ არ გავხდეთ სანქციების თავიდან არიდების ხვრელი

ზოგადი საუბრები არ არის საკმარისი, მთავრობამ უნდა  უნდა მკაფიოდ განაცხადოს, რას აკეთებს, რომ ჩვენ  არ გავხდეთ სანქციების თავიდან არიდების ხვრელი, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა. 

 

მისი თქმით,  პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს არაფერი უთქვამს სანქციებთან დაკავშირებით. 

 

“ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია ის თხოვნა, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე რუსეთთან მიმართებით.  პაპუაშვილის ტექსტს ვერაფერს დაუწუნებ,  მაგრამ რაც თხოვა მისმა უკრაინელმა კოლეგამ,  ამისთვის რას აკეთებს? ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ბუნებრივია, ეს თხოვნა არ გულისხმობდა საქართელოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტის არცერთი წევრი არ ვფიქრობთ, რომ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენ ქვეყანას ავნებს.

 

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ გვითხრას,  სად შეიძლება გადიოდეს ეს ხაზი –  შემოვიდეს კონკრეტული წინადადებით,   რას აკეთებს, რომ რუსეთისათვის სანქცირებული პროდუქცია, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, საქართველოს გავლით არ ხვდებოდეს ამ ქვეყანაში.  მაგალითად, თუ რომელიმე კომპანია სტომატოლოგიურ პროდუქციას არ აწვდის რუსეთს, ეს პროდუქცია საქართველოს გავლით არ ხდებოდეს რუსეთში, ამაზეა საუბარი და არა ბლოკადის დაწესებაზე.  

 

ზოგადი საუბრები არ არის საკმარისი, მთავრობამ უნდა  უნდა მკაფიოდ განაცხადოს, რას აკეთებს, რომ ჩვენ  არ გავხდეთ სანქციების თავიდან არიდების ხვრელი. რადგან, ცნობილია, ამ საკითხზე  აშშ-ის მთავრობის ძალიან  მკაცრი პოზიცია, რომ დღეს „ღობეზე ჯდომა“ არავის შერჩება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები