spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკია ბარბაქაძე – პროპაგანდისტული კუთხით ეს ჭირდება პუტინს, რომ აიცილოს პასუხისმგებლობა დიდ მსხვერპლზე

პუტინი არ მოერიდება საკუთარი ძალების მსხვერპლის ათჯერ და ასჯერ  გაზრდას,  რაც უფრო დიდი იქნება მსხვერპლი, ამას გადაიყვანს  სამამულო ომის პრიზმაში, ის აიცილებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო დიდი სისხლისღვრისთვის ემზადება. 

 

“იმით, რომ პუტინმა დააჯილდოვა ბუჩას კაციჭამიები, ის ახალისებს კიდევ უფრო დიდ მხეცობების ჩასადენად რუსეთის ამ ტერორისტულ შეიარაღებულ ფორმირებებს.  

 

რუსეთის  პროპაგანდით,  ისინი არ ებრძვიან მხოლოდ უკრაინას, არამედ ებრძვიან დასავლეთს. ამით უნდათ ამ „ოპერაციას“ მისცენ სამამულო ომის  შეფერილობა, პროპაგანდისტული კუთხით ეს ჭირდება პუტინს,  რომ აიცილოს პასუხისმგებლობა იმ დიდ მსხვერპლზე, რასაც აპირებს გაიღოს ამ შეიარაღებულ დაპირისპირებაში.  ის არ მოერიდება საკუთარი ძალების ათჯერ და ასჯერ მსხვერპლის გაზრდას.  რაც უფრო დიდი იქნება მსხვერპლი და გადაიყვანს ამას სამამულო ომის პრიზმაში, ის აიცილებს პასუხისმგებლობას. იტყვის,  რომ ეს იყო სამამულო ომი, საზიზღარმა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი ჩაეთრია ამ ომში. სამამულო ომისათვის, მას საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, თავისი მოსახლეობა მზად ჰყავს იმისთვის, რომ სამამულო ომი მათთვის იქნება წმინდა და არ მოთხოვენ მას პასუხს ამხელა მსხვეპლისთვის“- განაცხადა ბარბაქაძემ. 

 

მისი მტკიცებით, რუსეთის შეეცდება ომის გეოგრაფიის გაზრდას, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც, რომ შემდეგ მომგებიანი პოზიციიდან მიიღოს ზავის პირობები. 

 

“ვფიქრობ, რომ პუტინი არ შემოიფარგლება მხოლოდ დონბასითა და ლუგანსკით, ის შეეცდება რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს უკრაინის ტეროტორიაზე, ჰქონდეს ყირიმთან მისასვლელი, გაანადგუროს მარიუპოლი. 

 

ის ეცდება ასევე  ომის  გეოგრაფია გადაიტანოს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გადაიტანოს კავკასიაში. თუ საქართველოს მას წინააღმდეგობას არ გაუწევს, შემოვა და დაიკავებს აქ ტერიტორიას, ან მოაწყობს არეულობას. ამის შემდეგ დაიწყებს მომგებიანი პოზიციიდან დასავლეთთან ვაჭრობას,  პუტინი იბრძვის იმისთვის, რომ მიიღოს მისთვის მისაღები ზავი, რასაც გაასაღებს გამარჯვებად“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები