spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ალადაშვილი – საჭიროა, დასავლეთმა იჩქაროს და დროულად მიაწოდოს უკრაინას კონტრიერიშისთვის საჭირო იარაღი

საჭიროა,  დასავლეთმა იჩქაროს და დროულად მიაწოდოს უკრაინას კონტრიერიშისათვის საჭირო იარაღი,  – ამის შესახებ Front News-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა  რედაქტორმა  ირაკლი ალადაშვილმა  რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განუცხადა. 

 

მისი თქმით,  უკრაინა ჯერ კიდევ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებს და ვერ გადადის კონტრშეტევაზე, ახლა მნიშვნელოვანია, მარიუპოლის დამცველების გადარჩენა და ასევე ის,  რომ ალყაში არ მოექცნენ დონბასის დამცველები. 

 

“რუსეთი ყველანაირ შეიარაღებას იყენებს გარდა ბირთვულისა, რომ როგორმე მარიუპოლის გმირი დამცველები გაანადგუროს, რადგან ისინი ტყვედ არ ბარდებიან.  მარიუპოლში საუბარი აღარაა ქალაქის შენარჩუნებაზე, ქალაქი განადგურებულია ფაქტობრივად, საუბარია, მისი დამცველების სიცოცხლის გადარჩენაზე, ასევე მნიშვნელოვანია დონბასთან ალყაში არ მოექცნენ უკრაინის თავდაცვის ძალები, რომელსაც 8 წელია, თავისი პოზიციები აქვს.  

 

დონეცკთან უკრაინელები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოზიციებს,  რაც საოცრებაა.   ბრძოლები,  რა თქმა უნდა,  მძიმე იქნება, უკრაინას აქვს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, საზენიტო იარაღი,  ესაა,  რაც თავდაცვით ბრძოლებში,  ახლო ტერიტორიაზე გამოდგება, მაგრამ კონტრიერიში რომ განახორციელოს, ამისთვის უკვე შემტევი შეიარაღებაა საჭირო,  რაც უკრაინას ჯერ  არ აქვს. აშშ იწყებს მიწოდებას, მაგრამ ტემპები უნდა იყოს დაჩქარებული და რაოდენობაც მეტია საჭირო, იმიტომ რომ აქ ფრონტის ხაზი 700 კილომეტრზე დიდ მანძილზეა გადაჭიმული“,- განაცხადა ალადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები