უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 20 900 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.04-მდე:
ტანკები – 815, ჯავშანტექნიკა – 2087, საარტილერიო სისტემები – 391, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 136, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 67, თვითმფრინავი – 171, ვერტმფრენები – 150, საავტომობილო ტექნიკა – 1 504, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 165, სპეციალური ტექნიკა – 27, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.