spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მხრივ

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მხრივ,  – ამის შესახებ Front News-ს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა. 

მისივე შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ მიხეილ საკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა მხოლოდ პენიტენციურ სისტემას დაავალა და უარი უთხრა დამოუკიდებელ ექიმებს ექსპრეზიდენტთან  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა, კანონსაწინააღმდეგოა.  

“ყველა საერთაშორისო სტანდარტი და ჩვენი კანონმდებლობა ითხოვს მოსამართლემ რეაგირება მოახდინოს,   როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.  არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება გადის სწორედ არაადამიანურ მოპყრობაში და მოსამართლემ  ამაზე არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება – ისევ დაავალა პენიტენციურ სამსახურს ამ საკითხის მიხედვა, რაც დაახლოებით იგივეა, რომ რუსეთს დაავალო  ბუჩაში მის მიერ დატრიალებული სისასტიკის გამოძიება, ასეთი ქმედება ჩაიდინა დღეს მოსამართლემ. 

ვფიქრობ, რომ ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც და არასათანადო მოპყრობის განგრძობადობაც.  

არასათანადო მოპყრობაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება  როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მხრივ.  ფაქტი სახეზეა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული“, – განაცხადა ჯიშკარიანმა. 

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის საქართველოში  მკურნალობის საკითხის დაყენებას აზრიც აღარ აქვს, რადგან ამის შესაძლებლობა სისტემას ჰქონდა, თუმცა არაფერი გააკეთა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, ის დღეს სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები