spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – კურსკის ოლქში ჩატარებულმა ოპერაციამ სუმის ოკუპაციის მცდელობები აღკვეთა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ოპერაციამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში სუმის რეგიონის ნაწილის და ქალაქ სუმის ოკუპაცია აღკვეთა.

“ოპერაცია კომპლექსურია, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართოს. ამ ოპერაციას რამდენიმე შედეგი აქვს, ყველა მათგანზე ვერ ვისაუბრებ. პირველ რიგში, გაცვლითი ფონდი. ეს არის ის, რისი თქმაც ღიად შეიძლება, ის ახლა შევსებულია, ეს დადებითია.

მეორე არის რუსეთის ოპერაციის შეჩერება ჩრდილოეთში, პრევენციული დარტყმა, ჩვენ ეს დავალება შევასრულეთ. ჩვენ აღვკვეთეთ სუმის რეგიონის ნაწილის ალყაში მოქცევა და რეგიონის დედაქალაქის, ქალაქ სუმის ოკუპაციის სურვილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციას უფრო მეტი მიზანი აქვს და გამოთქვა რწმენა, რომ ეს მიზნები მიიღწევა.

მან ასევე ოპერაციის ერთ-ერთ მიზნად დაასახელა “რეალობის ჩვენება, ვინ არის პუტინი”.

“ის ახლა არ ფიქრობს როგორ დაიცვას თავისი ხალხი სათანადოდ. თავის სოფლებს ბომბავს. მისი ხალხი იქ შოკირებულია, რომ სჯეროდათ ამ დემონის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის კურსში ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკრაინა კურსკში 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები