რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ იმით დასრულდება, რომ უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა თავისუფალი იყო ომის დაწყებისას, ასე რჩება ახლაც და ომის შემდეგ მომავალშიც იქნება სუვერენული.
“დღეს, როცა უკრაინის ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ცხადი უნდა იყოს: როდესაც რუსეთის უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღეს ის კვლავ თავისუფალი ქვეყანაა. და ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა დარჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.