ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურად მუშაობენ საფრთხეების აღკვეთაზე.
“ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და განვაგრძოთ მარტივი წესის დაცვა: ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო 48 საათით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დაჯგუფება “ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა და დრონი გაისროლა. მათი თქმით, სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.