spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას“ არც ინტელექტუალური, არც პოლიტიკური, არც მორალური რესურსი არ დარჩა

“ნაციონალური მოძრაობას“ არც ინტელექტუალური, არც პოლიტიკური, არც მორალური რესურსი არ დარჩა, რომ იყოს დემოკრატიული ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, მიმართავენ ამ ბოლშევიკურ მეთოდებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. 

 

“ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელია, საერთოდ, როგორც პარტია, აცდენილია საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიასა და მათი ქმედება თავიდან ბოლომდე დამყარებულია პროვოკაციაზე. ესაა და ეს, მეტი არაფერი! ამ პარტიას არც ინტელექტუალური, არც პოლიტიკური, არც მორალური რესურსი არ დარჩა, რომ იყოს დემოკრატიული ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, მიმართავენ ამ ბოლშევიკურ მეთოდებს, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები