spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პოროშენკო განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

 

უკრაინის ლიდერი ზურაბიშვილს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაში წარმატებას უსურვებს.

 

“ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფაში და საზოგადოების კონსოლიდაციაში. დარწმუნებული ვარ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელებაში“, -წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები