უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 21 600 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.04-მდე:
ტანკები – 854, ჯავშანტექნიკა – 2205, საარტილერიო სისტემები – 403, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 143, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 69, თვითმფრინავი – 177, ვერტმფრენები – 154, საავტომობილო ტექნიკა – 1 543, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 182, სპეციალური ტექნიკა – 27, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.