24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი მონაწილეობენ.
10 აპრილს გამართული პირველი ტურის შედეგების მიხედვით, არცერთ კანდიდატს 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ მიუღია.
კენჭისყრის წინა დღეს რეიტინგები ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ.
ემანუელ მაკრონის უპირატესობა მარინ ლე პენზე საგრძნობლად გაიზარდა პირველი ტურის შემდეგ, სადაც კანდიდატებს შორის სხვაობა 5%-ზე ნაკლები იყო.