spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინამ იცის სად აქვს რუსეთს თავდაცვის სისტემები

უკრაინამ იცის სად მდებარეობს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვა, როგორიც რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის აგარაკებთან არის, რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივ ქალაქებში არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ იცის რუსული საჰაერო თავდაცვის მახასიათებლები.

“ჩვენ ახლა ვურტყამთ მათ ენერგეტიკულ სექტორს, მათ სამხედრო აეროდრომებს. ჩვენ ვიცით, სად აქვთ საჰაერო თავდაცვა და სად არა. რომ იცოდეთ, საჰაერო თავდაცვა არის პუტინის აგარაკის გარშემო, მოსკოვის ირგვლივ, სანკტ-პეტერბურგში, მაგრამ არ არის საჰაერო თავდაცვა ჩვეულებრივ ქალაქებში, კურსკის ოლქში, სადაც ჩვენ სწრაფად წავედით. დიახ, მათ იქ ჰყავთ თავიანთი სამხედროები, მაგრამ არ აქვთ ისეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვა, როგორიც პუტინის სახლის ირგვლივ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ვერ შეინარჩუნებს თავის ტერიტორიებს, ამიტომ მან “უნდა დაიწყოს ამ ომის შეგრძნება“.

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ათეულობით კილომეტრის მანძილზე რუსეთის სიღრმეში შეღწევა და რიგ დასახლებულ ზონაზე კონტროლი. კერძოდ, უკრაინა აკონტროლებს ქალაქ სუჯას, სადაც მდებარეობს სადგური, რომლითაც რუსეთი გაზს აწვდის ევროპას.

უკრაინამ კურსკის ოლქში შექმნა სამხედრო კომენდანტი და ამზადებს დერეფანს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი ფონდის შევსება იყო. უკრაინამ ასევე მიიღო პრევენციული ზომები და ხელი შეუშალა რუსებს სუმის რეგიონზე თავდასხმაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები