გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
ცნობილია, რომ გუტიერეშის ვიზიტის პროგრამაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრაც შედის.
28 აპრილს კი გაერო-ს გენერალური მდივანი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ცალ-ცალკე პირისპირ აუდიენციის მოთხოვნით, ოფიციალური წერილი გუტიერშმა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს 19 აპრილს გადასცა.