უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს.
“უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა, სამხედრო კომისარიატები იწვის, უმაღლესი სამხედრო სასწავლებლები. საწყობები, გუბერნატორების სახლები იწვის. მე მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, ხალხს იქ არ უნდა და ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ახალწვეულებისა და რეზერვისტების პირადი მონაცემები ინახება.
რუსეთის ქალაქ ბრიანსკის ნავთობბაზაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. განხორციელდა მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.