spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – ვიდრე ვერ გადახარშავს, რომ მისი დესანტირების მიზნები ჩაფუშულია, მანამდე “ავად ვარ“ ძახილში იქნება

ვიდრე სააკაშვილი ვერ გადახარშავს, რომ მისი დესანტირების მიზნები ჩაფუშულია, საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ის ამოცანები, რაც მას და არესტოვიჩს ჰქონდათ, მანამდე მუდმივად „ავად ვარ“ ძახილში იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილის საქართველოში დესანტირება მოხდა, რათა ის ომის პრეზიდენტი გამხდარიყო.

 

“ჩვენთვის ნათელია, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ომის პრეზიდენტი გამხდარიყო, მისი დესანტირება მოხდა საქართველოში, თუმცა ციხეში აღმოჩნდა, რაც მათ გეგმებში არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, თვეების განმავლობაში გვესმის საუბარი იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს ისე, რომ სიკვდილის პირასაა და ა.შ. ეს არის დაუსრულებელი სპეკულაცია. ვიდრე ვერ გადახარშავს, რომ მისი დესანტირების მიზნები ჩაფუშულია და საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ის ამოცანები, რაც მას და არესტოვიჩს ჰქონდათ, მანამდე მუდმივად „ავად ვარ“ ძახილში იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისი თქმით, დაცულია სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ასევე პატიმრის უფლებები.

 

“შესაბამისი სამსახური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას გვაწვდის და  როგორც მისი ჯანმრთელობა, ასევე პატიმრის უფლებები დაცულია. სტრასბურგის სასამართლომ ეს სურათი დაგვანახა, როცა მის მიმართ არადამიანური და წამების საქმე არ განიხილა. ვინც საჯარო ინფორმაციას გაეცნობა, ნათელი ხდება, რომ ამ ადამიანის უფლება კი არ ირღვევა, არამედ დემოკრატიის უფლებები ირღვევა, როცა პატიმარი სცემს და აგინებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები