spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ე. წ. ორბიტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ე. წ. ორბიტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა სახურავი, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება.

 

ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 451 000 ლარით ფინანსდება.

 

მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2, აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

2021 წელს ბორჯომში შვიდი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები