spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

კანადელმა დეპუტატებმა უკრაინაში რუსეთის თავდასხმები გენოციდად ერთხმად აღიარეს.

 

კანონმდებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს მკაფიო და ძლიერი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელიც რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ჩაიდინეს.

 

“დანაშაულები მოიცავს მასობრივ ხოცვას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ დაზიანებას, ფსიქიკურ დაზიანებას და გაუპატიურებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები