უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რაიონში დაწინაურდნენ, უფრო მეტიც, უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ორი დასახლება აიღეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
დღეს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის მოხსენება მოისმინა.
“წინ წავედით კიდევ 1-დან 3 კმ-მდე, ავიღეთ კონტროლი კიდევ 2 დასახლებაზე. აქტიური მოქმედებები კიდევ ერთ დასახლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა გაცვლითი ფონდი ისევ შეავსეს.
რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოდან მიმდინარეობს.
ვიდრე უკრაინა სანამ უკრაინა აწყობს ჰუმანიტარულ დერეფნებს რუსებისთვის, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან, რუსი სამხედროები ახორციელებენ შეტევებს ტანკებით, არტილერიით, ასევე ყრიან მართვად ბომბებს საკუთარ დასახლებებზე კურსკის ოლქში.