რასაც ჩვენ “ქართული ოცნებისგან” ვისმენთ, ავლენს ერთადერთ რამეს – ეს არის სისუსტე, ეს არის ის, რომ ისინი გრძნობენ მოახლოებულ წაგებას, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” თავისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს.
“ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ “ქართული ოცნებისგან” ვისმენთ, ავლენს ერთადერთ რამეს – ეს არის სისუსტე, ეს არის ის, რომ ისინი გრძნობენ მოახლოებულ წაგებას, ისინი ხედავენ, რომ ამ არჩევნებში დამარცხდებიან და ბუნებრივია, რომ ახლა სასოწარკვეთილები იბრძვიან იმისათვის, რომ თავიანთი მხარდამჭერების მცირე ნაწილი მაინც დააორგანიზონ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერების თქმით, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს.