უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 23 200 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 30.04-მდე:
ტანკები – 1 008, ჯავშანტექნიკა – 2 445, საარტილერიო სისტემები – 436, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 151, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 77, თვითმფრინავი – 190, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა – 1 701, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 232, სპეციალური ტექნიკა – 32, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.