spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გედევან ფოფხაძე – ვისაც გვგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ღირსებამ და თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენი ლიდერი გახდა ზელენსკი

ვისაც გვგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ღირსებამ და თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს,  ჩვენი ლიდერი გახდა ზელენსკი, იმიტომ რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ჩვენ ერთიანი ლიდერი არ გვყავს, – ამის შესახებ  ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ეს არის კოლაბორაციონისტური ვიშის მთავრობა, რომელიც თანამშრომლობს  ოკუპანტ მხარესთან. 

 

ფოფხაძის თქმით, საქართველო სანქციების თავიდან არიდებას შეძლებს, თუ ამ რეალობას შეცვლის.

 

“ლოდინის პოზიცია ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით პოლიტიკური სპექტრის მხრიდან არის განსაკუთრებით უხერხული. დღეს ქართული საზოგადოების იმ ნაწილის ლიდერი, რომელსაც გვინდა თავისუფლება და ღირსება, არ გვაკმაყოფილებს ამათი დეგრადირებული ფორმით გაჟღერებული მშვიდობა, რომელმაც ჩაანაცვლა შევარდნაძის დროინდელი „სტაბილურობა“, ვისაც გვგონია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენს ქვეყანაში ღირსებამ და თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს,  ჩვენი ლიდერი გახდა ზელენსკი.  ეს არის რეალური მოცემულობა, იმიტომ რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ჩვენ ერთიანი ლიდერი არ გვყავს. ამიტომ მე მგონია, სანქციები თუ იქნება,  ეს არის უპირველესად ჩვენი შეურაცხყოფა, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. რომელსაც  ზელენსკიმ უთხრა –  მიმყავს ელჩი, თქვენი მთავრობა არის კოლაბორაციონისტული, თქვენი მთავრობა ეხმარება პუტინს და უნდა მისი გამარჯვება, გააკეთეთ ისე, რომ ეროვნული ღირსებისა  და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, იმისათვის რომ დევნილები სახლში დაბრუნდნენ და თქვენი სახელმწიფო შედგეს, თქვენი როლი ითამაშოთ. 

 

მგონია, რომ სანქციები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გადის თავის განცხადებებითა და ქცევით. თუ ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ,  რომ დასავლეთმა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში არის კიდევ იმის შანსი,  თავისუფლება და დემოკრატია  იყოს მისი მომავალი, ჩვენ სანქციებს თავიდან ავირიდებთ, ჩვენ,  ხალხი და ოპოზიციური სპექტრი,  რომლის ლიდერი არის ზელენსკი“, – განაცხადა ფოფხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები