spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გაერო ადასტურებს, რომ “აზოვსტალიდან” ევაკუაცია მიმდინარეობს

გაერო-ს წარმომადგენელი სავიანო აბრეუ განადგურებული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს ადასტურებს.

 

გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციას ერთობლივად ახორციელებენ. ოპერაცია ასევე კოორდინირებულია უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებთან.

 

აბრეუმ სიტუაციას “ძალიან რთული” უწოდა და ევაკუაციის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა. 

 

გაეროს მონაცემებით, ქარხნის ქვეშ თავშესაფრებში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე იმალება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები