ბორჯომში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თასის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრება ბორჯომის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის მიერ იყო ორგანიზებული. მასში 2004-2007 წლამდე დაბადებულმა 500-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ცხრამეტ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, ბოლნისის, ახალციხის, ასპინძის, ლენტეხის, სამტრედიის, ფოთის, კასპის მესტიის, თბილისის, თეტრწყაროს, ტყიბულის, ხობის, გორის, ქარელის, ხაშურის, ქუთაისის, ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდების წევრები ეჯიბრებოდნენ.
გამარჯვებული სპორტსმენები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ კიკნაძემ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ხითარიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მედლებით სიგელებითა და თასით დაალიჯდოვეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თასის ტურნირი ძიუდოში პირველად გაიმართა.