საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტს ურჩევს, საკუთარი ქვეყნის გამოწვევებზე კონცეტრირდეს.
ასე გამოეხმაურა ზარქუა უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვი საქართველოსთან რუსული პროდუქციის რეექსპორტის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას. რომ აგრესორი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, რამენაირად შეაჩეროს, რამენაირად გადაარჩინოს სიცოცხლეები უკრაინაში და თავისი ქვეყანა, ამაზე ვურჩევდი კონცენტრირებას და არა ამ აბსურდულ ბრალდებებზე”, – განაცხადა ზარქუამ.