spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ტრაგედიის შემთხვევაში, რომელიც არც თუ ისე შორს არის, პასუხისგება მოუწევთ და დაფიქრდნენ

ტრაგედიის შემთხვევაში, რომელიც არც თუ ისე შორს არის,  პასუხისგება მოუწევთ და დაფიქრდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისაკენ მოუწოდა.  

 

ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხეში  მონახულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ  განაცხადა, რომ მდგომარეობა კატასტროფულია და  სასწრაფოდ რეაგირებააა საჭირო. 

 

“მდგომარეობა საგანგაშო კი არა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით კატასტროფულია,  ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს, ორჯერ აერია გული, სანამ იქ ვიყავი, წყლის გარდა ვერაფერს იღებს, აქვს ანემია, რომ შეხედავთ, ვერ იცნობთ, ისე არის გამხდარი… 

 

ვერ გავიგე, მაინც და მაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს  ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს?!

 

ადამიანობა თუ არ გვყოფნის,  პრაგმატულობა ხო მაინც უნდა გვყოფნიდეს, რომ გვესმოდეს რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი, ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ. ამისთანა იდიოტიზმი 30 წელი შეიძლება გრძელდებოდეს ამ ქვეყანაში და ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლოს?!

 

ბატონმა რატი ბრეგვაძემ უნდა იცოდეს,  ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ყველა ხელისუფალმა, ტრაგედიის შემთხვევაში, რომელიც არც თუ ისე შორს არის,  პასუხისგება მოუწევთ და დაფიქრდნენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები