ოდესაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 წლის გოგონა კი მძიმედ დაიჭრა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერს.
“წინასწარი ინფორმაციით, ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაიღუპა, 17 წლის გოგონა კი მძიმედ არის დაჭრილი“, – წერს გონჩარენკო.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.