ამას კომენტარი არ სჭირდება. რუსეთის საგარეო დაზვერვა მოკლებულია შესაძლებლობებს, რაიმე შეცვალოს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის სამხედრო დაზვერვა და საქართველოს ხელისუფლება ერთსა და იმავეს ამბობენ დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირებით.
“როცა რუსეთის სამხედრო დაზვერვა, ყველაზე აგრესიული და საქართველოსთან დაკავშირებით, ყველაზე უფრო მკაფიოდ ნეგატიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა და საქართველოს ხელისუფლება ამბობენ ერთსა და იმავეს, ურტყამენ დასავლეთს ზუსტად ერთი და იმავე ტექსტებით მთავარ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამას კომენტარი არ სჭირდება. რუსეთის საგარეო დაზვერვა მოკლებულია შესაძლებლობებს, რაიმე შეცვალოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ამერიკელები უკმაყოფილოები არიან საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით და ქვეყანაში “ფერად რევოლუციას” ამზადებენ.