spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უმეროვი – უკრაინა ამზადებს პასუხს რუსეთისთვის საკუთარი წარმოების იარაღით

უკრაინა ამზადებს რუსეთისთვის პასუხს დღევანდელ მასიურ დაბომბვაზე, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

“რუსეთმა კვლავ დაარტყა ჩვენს ქალაქებს. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაინგრა სახლები, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აუცილებელია უკრაინას მოეხსნას შეზღუდვები მტრის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებზე. უკრაინა ამზადებს პასუხებს ჩვენივე წარმოების იარაღით”, – განაცხადა უმეროვმა.

რუსმა ოკუპანტებმა მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს უკრაინაზე. 26 აგვისტოს მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა. აფეთქებები სხვადასხვა რეგიონებში ისმოდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაბომბვის გამო უკრაინის რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა, რასაც ასევე მოჰყვა წყლის შეწყვეტა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები