spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერმა “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ბორჯომის მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის მოედნის და სკვერის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

კოსტავას სახელობის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყობა. ტერიტორია გალამაზდება შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. 

ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდება გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებული იქნება ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები.

კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის ქვაფენილით მოპირკეთება დასრულდა, ფეხით სავალი ნაწილის გრანიტის ფილით და მოედნის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით ფინანსდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები