spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა გოდოლაძე – ეს ერთი მაგისტრალი ამ ქვეყანას არ ეყოფა, ვერ უძლებს დატვირთვას

ლოკალური გეოლოგია ძალიან რთული აქვს ამ ქვეყანას. ერთ-ერთი მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყანა ვართ და რეგიონი კავკასია საკმაოდ რთული გეოლოგიის მქონეა. ეს ბევრმა უცხოელმა არ იცის, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის გზას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და დაადგება მომავალშიც.

“ლოკალური გეოლოგია ძალიან რთული აქვს ამ ქვეყანას. ერთ-ერთი მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყანა ვართ და რეგიონი კავკასია საკმაოდ რთული გეოლოგიის მქონეა. ეს ბევრმა უცხოელმა არ იცის.

ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ჩემზე უკეთ იციან რა მდგომარეობაც არის, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ და  არ ლაპარაკობენ.

მე რასაც ჩავხედე კვლევებს, წარმოუდგენელი რამ არის, საერთოდ, ვინ აანთო მწვანე შუქი იქ?! ერთგან წერია, რომ ვერ ჩატარდა  კვლევები, რადგან ვერ მივედით ადგილზეო. ფაქტობრივად, ეს არის უცოდინარის გაკეთებული საქმე. რიკოთის გზას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და დაადგება მომავალშიც. ეს ერთი მაგისტრალი ამ ქვეყანას არ ეყოფა, ვერ უძლებს დატვირთვას. აქ ხარისხი, პროფესიონალიზმი, ცოდნა და პატიოსნებაა საჭირო”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები