spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა ლაგაზიძე – ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიმართ გამოცხადებული ომი, დივერსია და გენოციდი

როცა ხელისუფლების მიზანი არის აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ბუნებრივია, რომ მას სჭირდება საზოგადოება, რომელიც პარანოიაში იქნება ჩაძირული, –  ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მოსახლეობის 2/3-ის წინააღმდეგ გამოცხადებული გენოციდი.

“როცა ხელისუფლების მიზანი არის აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ბუნებრივია, რომ მას სჭირდება საზოგადოება, რომელიც პარანოიაში იქნება ჩაძირული.

“ოცნების” დღევანდელი კამპანია მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიმართ გამოცხადებული ომი, დივერსია და გენოციდი. ამიტომაც, ამ ფორმატში, დაპირების ადგილი არ რჩება. ეს არის “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მოსახლეობის 2/3-ის წინააღმდეგ გამოცხადებული გენოციდი და ფიზიკური განადგურების მუქარა. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერების თქმით, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს, ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის საჭირო იქნება ცვლილებები კონსტიტუციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები