ლეგიონ “აზოვის“ ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ქარხანა “აზოვსტალზე“ შტურმი გრძელდება.
როგორც ლეგიონის ტელეგრამის არხით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მებრძოლები კვლავაც იცავენ თავს.
“მარიუპოლის მცველები ინტენსიური ცეცხლის პირობებში თავდაცვას ინარჩუნებენ. მტერი იყენებს ავიაციას, არტილერიას და ქვეით ჯარს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსული არმია „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მესამე დღეა იმყოფება, ბრძოლები ახლაც გრძელდება.