spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ეს განცხადებები, რაც კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა გააკეთეს, ამოწურული იმედის კიდევ ერთი სიმპტომია

ეს განცხადებები, რაც კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა  გააკეთეს, ამოწურული იმედის კიდევ ერთი სიმპტომია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ  მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკაშირებით დიპლომატიური წარმომადგენლების ჩართულობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

 

მისი თქმით, ელჩები ცდილობენ, ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ჩაერიონ, თუმცა ხედავენ, რომ საკუთარი პრობლემების შიდა ძალებით გადაჭრას ვერ ვახერხებთ. 

 

“ქვეყნის სირცხვილია ეს, როგორც კი კონფლიქტური საკითხია, მაშინვე გავრბივართ „ბიძიასთან“ რომ მოვთხოვოთ,  განგვსაჯოს.  ეს ადამიანები ცდილობენ,  იმოქმედონ ისე,  როგორც ეს  დიპლომატიური ურთიერთობების  ვენის კონვენციას შეეფერება – არ ჩაერიონ შინა საქმეებში. ყოველთვის იტოვებენ იმედს, რომ იქნებ ქართველებმა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ და ამდენი უბედურებების გავლის შემდეგ, როგორმე უხმონ ჭკუას და ის საკითხები, რომლებიც ერთობლივად არის გადასაწყვეტი, ერთობლივად გადაწყვიტონ. ეს განცხადებები კი,  რაც ბატონმა კარლ ჰარცელმა და ქალბატონმა კელი დეგნანმა გააკეთეს,  ამოწურული იმედის კიდევ ერთი სიმპტომია. ხედავენ ეს ადამიანები, განსაკუთრებით მას შემდეგ,  რაც შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ მოხდა, რომ ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები