spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მოგმართავთ ყველას, შემოგვიერთდით ამ მოწოდებაში

მოვუწოდებთ ევროკავშირს მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მოგმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდით ამ მოწოდებაში, – ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.  

 

პარტია “საქართველოსთვის” მიმართავს  ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოუწოდონ ევროკავშირს მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის.  

 

“მოვუწოდებთ ევროკავშირს მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მოგმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდით ამ მოწოდებაში. დავდგეთ ერთად, ვინაიდან ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გარანტია.

 

ევროინტეგრაციაზე გადის ქვეყნის თავისუფალი მომავალი.

 

დღეს გაჩენილი ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დიდი ნაბიჯებით დაგვაშორებს მიზანს – ჩვენი ტრადიციებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

 

ამიტომ, მოგიწოდებთ – გავაერთიანოთ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან საპასუხო თავდასხმის მიუხედავად,  გამოვთქვამენ მზაობას ერთად იმუშაონ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.

 

“ხელისუფლების მხრიდან საპასუხო თავდასხმის მიუხედავად, კვლავ გამოვთქვამთ მზაობას ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ქვეყნის შიგნით. ამასთან, აქტიურად ვაგრძელებთ პროცესის ხელშეწყობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, როგორც პოლიტიკურ, ისე საპარლამენტო, დღის წესრიგში დააბრუნოს ქვეყნის ევროინტეგრაცია და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ უმთავრეს საკითხს.
შევახსენებთ ევროკავშირს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები