spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – მთელმა ევროპამ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

ეს მოწვევა ნიშნავს პოლიტიკურ განაცხადს, რომ მთელმა ევროპამ აღიარა, რომ  მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, – ასე ეხმიანება  ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია „ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტის  დონალდ ტუსკის მიერ  საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარტიის ყრილობაზე მიწვევას. 

 

კორძაიას თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჩვეული ცინიზმით შეეცდება ამ ფაქტის მნიშვნელობის გაბათილებას, თუმცა საქმე გვაქვს  უპრეცედენტო შემთხვევასთან  და მიხეილ სააკაშვილს კონფერენციაზე მისი დელეგირებული პირი წარადგენს. 

 

“მე ირაკლი კობახიძისგან ველოდები ასეთ მესიჯს, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ პატიმარი ვერ დაესწრება ვერანაირ კონფერენციას, ასეთ აგდებულ კომენტარს ველოდები მათგან. მათ არ აინტერესებთ არანაირი მესიჯი, იმიტომ რომ ისინი ვიღაცის ნების აღმსრულებლები არიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ:  პირველი: ეს მოწვევა ნიშნავს პოლიტიკურ განაცხადს, რომ მთელმა ევროპამ აღიარა, რომ  მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. 

 

მეორე: ევროპულ სივრცეში მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად შეძლებს თუ არა მონაწილეობას, ნიშნავს, რომ მას კონფერენციაზე დაეთმობა დრო და მის ტექსტს გააჟღერებს მისგან დელეგირებული პირი. 

 

ეს არის უმნიშვნელოვანესი მესიჯი ევროპელებისგან, რომლებიც ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ამაზე პასუხს აგებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა კორძაიამ. 

 

დღეს ცნობილი გახდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტის  დონალდ ტუსკის წერილი, რომლითაც ის მაისის ბოლოს ბრიუსელში პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეპატიჟება. 

 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც ის პატიმრობაში რჩება. მესამე პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა, რის შემდეგაც გორის ჰოსპიტალში მოხვდა, მეორედ 21 დღე იშიმშილა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა. ამჯერად მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები