spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა აბაშიძე, მიმართულების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური, 

 

დეკანოზი იოანე ხეცურიანი, ღვთისმშობლისა და სერაფიმ საროველის სახელობის მონასტრის დედები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დაჯილდოების ცერემონია ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნული ხელნაწერთა ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს ლია გულიკაშვილს. მათ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან ჩატარებულ ვირტუალურ საჯარო გაკვეთილში, რომელსაც უძღვებოდა ხელოვნების ცენტრის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ლადო ჭელიძე და საქართველის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

 

პროექტის ავტორია “ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში”, დამფუძნებელი მარინე გელაშვილი.

 

პროექტის სახელწოდება – “მემკვიდრეობა”.

 

ვირტუალური საჯარო გაკვეთილი მიეძღვნა ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს:  რუსთაველი იერუსალიმში 760 და რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის 60 წლისთავს.

 

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ახალგაზრები უძველესი კალიგრაფიული შრიფტით დაბეჭდილი სიგელებით, ბრენდირებული ბლოკნოტით, ქართული ხელნაწერი წიგნითა და ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიო გეოგრაფიული ატლასით დაასაჩუქრეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები