უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა ქალი, მოხუცი და ბავშვი ევაკუირებულია.
“პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია“, – წერს ვერეშჩუკი.
“აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ტერიტორიას რუსი დამპყრობლებისგან იცავენ.