აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკაიას შეხვდა. მათ უჟგოროდში ერთ-ერთი სკოლა დაათვალიერეს, სადაც საომარი მოქმედებების ადგილებიდან წასული მოქალაქეები იმყოფებიან.
“პირველი ლედი ბაიდენის ვიზიტი არის აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება“, – აღნიშნულია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.
ჯილ ბაიდენის ვიზიტი არ დაანონსებულა და დახურული იყო მედიისთვის. შეხვედრას მხოლოდ თეთრი სახლის პრესსამსახური ესწრებოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის მან უკვე დატოვა უკრაინა.