spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვოლსკი – უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს

რას გვთავაზობენ, რომ ორგანიზება გავუკეთოთ სამხედროებს, დავარქვათ მათ მოხალისეები, აღვჭურვოთ, ჩავსვათ თვითმფრინავში და გავუშვათ ბრძოლის ველზე. ეს პირდაპირ უკავშირდება საომარ მოქმედებებში სახელმწიფოს ჩართვას. რასაკვირველია, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

“ნაბიჯ-ნაბიჯ დღითიდღე სულ უფრო მეტი შეკითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, თუ რას სურს უკრაინის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს საქართველოსაგან და საქართველოს ხელისუფლებისაგან. ბოლო პერიოდში ამ შეკითხვებს ძახილის ნიშნებიც მოემატა. ხომ არ არის ეს დაკავშირებული შიდა პოლიტიკურ მოძრაობებთან. კონკრეტულად სააკაშვილის გუნდთან. ის უკრაინაში ჯერ კიდევ რჩება მაღალ თანამდებობაზე და მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან დაწინაურებულები უკრაინის პოლიტიკური მმართველობის სისტემაში. უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები