spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსეთის ელჩს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს

პოლონეთში რუსეთის ელჩს სამოქალაქო აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სერგეი ანდრეევი ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის გვირგვინით შემკობას აპირებდა.

 

უკრაინული მედიის ცნობით, ასობით უკრაინელმა გზა გადაუღობა რუსეთის საელჩოს დელაგაციას, რომლებიც მემორიალთან მისვლას ცდილობდნენ და ისინი „ფაშისტებად“ მოიხსენიეს.

 

თავდაპირველად, აქტივისტებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა აქტივისტმა რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხა.

 

ინციდენტის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და აქტივისტებს და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები