მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.
მისი თქმით, ბოლო ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი უფრო დასუსტებულია.
“ამ ბოლოს ხშირად მიწევს მასთან შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი, მე ესეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა, ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას და თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის ასე ვერ ვისუსტებ თავს და ამ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელია, მე არ ვიცი, ვხედავ, რომ ეს ადამიანი დნება”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებზე გადაყვანა შესთავაზა.