spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – “ვივამედი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მკურნალობა ეფექტური იქნება, თუ ისევ პაციენტზე მოხდება გადაბრალება?

7 თვის განმავლობაში არაფექტურია მკურნალობა და „ვივამედი“ იღებს პასუხისმგებლობას,  რომ  მკურნალობა ეფექტური იქნება,  თუ ისევ პაციენტზე მოხდება გადაბრალება?, – ამის შესახებ  Front News– ს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული შეთავაზების კომენტირებისას  განუცხადა.  

 

მისი თქმით,  უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რომელიც მათ მიერ არის გაცემული.  

 

“ეს არის პაციენტის  და ასევე, ალბათ,  მისი ოჯახის გადასაწყვეტი. არ ვიცი, რამდენად მოხდება „ვივამედში“ ადეკვატური მკურნალობა. თუ ჩართავენ ექსპერტებს, თუ გაიზიარებენ ჩვენს მოსაზრებებს და იქნება სამედიცინო პროცესი, შესაძლებელია ინტენსიური თერაპიის წარმართვა. 

 

მე არ ვიცი, ამ კლინიკას  ტექნოლოგიური შესაძლებლობები,  მე ვიცი ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცემული. ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  იქნება სავალალო შედეგი. 

 

არ მაქვს მონაცემები, რომ „ვივამედის“ კლინიკაში შეიძლება ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები, მაგალითად,  თავის ტვინის (ემერტე) კვლევა, ზურგის ტვინის კვლევა, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს და კიდევ სხვა კვლევები. 

 

7 თვის განმავლობაში არაფექტურია მკურნალობა, „ვივამედი“ იღებს პასუხისმგებლობას,  რომ  მკურნალობა ეფექტური იქნება თუ ისევ პაციენტზე მოხდება გადაბრალება?“, – განაცხადა  ჯიშკარიანმა.  

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ახლა ციხეში არაადეკვატური მკურნალობა უტარდება. 

 

“მე ვიცი, ის არაადეკვატური მკურნალობა, რომელიც აქვს ახლა მიხეილ სააკაშვილს დანიშნული,  მე-12  დაწესებულებაში. აქ  მაქვს სამედიცინო ბარათი,  20 აპრილის მდგომარეობით და სრულიად მესმის სააკაშვილის, რატომ ამბობს რაღაცებზე უარს და არაფერ კავშირში არ არის ეს ფსიქიკურ მდგომარეობასთან. საქმე გვაქვს არაადეკვატურ დიაგნოსტიკასთან და მკურნალობასთან, 50 აბ წამალს რომ აძლევ ადამიანს, ცუდად გახდება აბა რა მოუვა?!“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიხეილ სააკაშვილს “ვივამედში” გადაყვანას შესთავაზებენ. რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს კლინიკაში გადაყვანა არა სამკურნალოდ, არამედ გამოკვლევების მიზნით შესთავაზეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები