spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აზოვის” პოლკის მებრძოლი – ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა – ყველაფერს

“აზოვის” პოლკის ჯარისკაცი, ლეიტენანტი ილია სამოილენკო “აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს. 

 

მისი თქმით, თავშესაფარში მყოფ სამხედროებს შორის ბევრი დაჭრილი და დაღუპულია.

 

“არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჩვენ დიდ მსხვერპლს ვიღებთ, დანაკარგებს განვიცდით, ადგილზე მყოფებს უკიდურესად შეზღუდული რესურსები აქვთ და მიაჩნიათ, რომ შეიძლება, ყოველი დღე უკანასკნელი იყოს. ამის შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილს ნიშნავს. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა – ყველაფერს“, – განაცხადა ილია სამოილენკომ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები