spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საგზაო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან და ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ტარიელ კუბლაშვილთან ერთად, ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ გაესაუბრა.

 

ამ დროისთვის ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მშენებლობა მიმდინარეობს. 

 

პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

 

ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები